Luka Doncic is roughed up by Clippers, but his game is smooth ...სულ რაღაც 21 წლის არის ლუკა დონჩიჩი და უკვე ისტორიას წერს. სლოვენიელი კალათბურთელის დღევანდელი შედეგები გვაფიქრებინებს, რომ ამ ყველაფერს მომავალში ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელზე ვწერთ.

„დალას მავერიქსის“ მცველი NBA-ს ფლეი ოფების ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი, ვინაც სამმაგი დუბლი 40-ზე მეტ ქულასთან ერთად მოაგროვა. დონჩიჩმა „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ მატჩში 43 ქულა, 17 მოხსნა და 13 პასი გაახერხა, მისმა გუნდმა კი მეტოქე 135:133 დაამარცხა.

 

გარდა ამისა, ლუკამ ბოლო წამზე 3-ქულიანი ჩააგდო და გუნდს მოაგებინა, რითაც ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის რეკორდი დაამხო. დონჩიჩი გახდა ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი NBA-ს ისტორიაში, რომელმაც ფლეი ოფში 40 ქულაზე მეტი მოიპოვა და გამარჯვებისა მაშინ ჩააგდო, როცა გუნდი აგებდა. ჯორდანმა იგივე „კლივლენდ კავალიერსთან” 1989 წელს გააკეთა, მაგრამ მაშინ ის 26 წლის გახლდათ, ლუკამ კი იგივე 21 წლის ასაკში მოახერხა.

ამ მოგებით „დალასმა“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა – 2:2.