Birthday Boys- Rayan Aït Nouri and Alexis Claude-Mauriceფრანგული „ანჟეს“ 19 წლის მარცხენა მცველმა, რაიან აიტ-ნურიმ ესპანური გრანდების ყურადღება მიიპყრო. „ბარსელონა“, „რეალი“ და „ატლეტიკო“ წარმოშობით ალჟირელი, ახალგაზრდა ფრანგით არიან დაინტერესებულნი.

ფრანგული მედიის ცნობით, აიტ-ნურის შეძენის სურვილი თავდაპირველად „ბარსას“ აწ უკვე ყოფილმა ტექნიკურმა მდივანმა, ერიკ აბიდალმა გამოხატა. ფრანგული გამოცემის ცნობით, აბიდალს „ანჟესთან“ კონტრაქტი არ ჰქონია, მაგრამ ფეხბურთელის აგენტს, ჟორჟე მენდეშს ესაუბრა.

აიტ-ნურს კლუბი 20 მილიონ ევროდ აფასებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ზაფხულში ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა.

ფეხბურთელი „ანჟეს“ საკუთრებაა და ძირითად გუნდში 2018 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში 17-ჯერ მოირგო გუნდის მაისურა და ორი საგოლე პასი გააკეთა.