დონი ვან დე ბეეკი

„ბარსელონას“ ახალ მწვრთნელ რონალდ კუმანს ნახევარდაცვის გაძლიერება მოუწადინებია. კლუბი მზად არის ივან რაკიტიჩსა და არტურო ვიდალს გამოემშვიდობოს. სამაგიეროდ, კუმანს ფრენკი დე იონგის მეწყვილედ „აიაქსისა“ და ჰოლანდიის ნაკრების ჰავბეკი დონი ვან დე ბეეკი შეუგულებია. კუმანი ფიქრობს, რომ მისი შეძენით გუნდის ხერხემალი კი გაახალგაზრდავდება, მაგრამ მოიმატებს სტაბილურობა.

„აიაქსი“ ვან დე ბეეკს 50 მილიონ ევროდ აფასებს, კატალონიელებს კი ამ თანხის გადახდა არ შეუძლიათ, მაგრამ აქვთ საპასუხო ვარიანტი, რომელშიც ლუის სუარესი იქნება ჩართული. ურუგვაელი ფორვარდი ნიდერლანდებში დაბრუნდება, ხოლო „ბარსა“ „აიაქსს“ 20 მილიონ ევროს გადაუხდის და ვან დე ბეეკს წაიყვანს.

თავის მხრივ „აიაქსის“ სპორტული დირექტორი, მარკ ოვერმარსიც დაინტერესებულია რომ სუარესი ისევ მათთან დაბრუნდეს. აი, თავად ურუგვაელს კი „ბარსელონადან“ წასვლა არ სურს. მოკლედ, ამ გარიგებით ყველა კმაყოფილი დარჩება, სუარესის გარდა…