ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ერთა ლიგის უახლოეს მატჩებში „ფურია როხას“ ღირსებას დაიცავენ. 3 სექტემბერს შტუტგარტში გერმანიის და 6 სექტემბერს მადრიდში, უკრაინის წინააღმდეგ.
ესპანეთის ნაკრებში ბევრი ახალწვეულია, მათ შორის ბარსელონას 17 წლის ნახევარმცველი ანსუ ფატი.
მეკარეები: დე ხეა, სიმონი
მცველები: ნავასი, კარვახალი, რამოსი, ტორესი, ლიორენტე, გაია, რეგილონი, გარსია
ნახევარმცველები: ფაბიანი, ალკანტარა, ბუსკეტსი, როდრი, მერინო, ოლმო, როდრიგესი
თავდამსხმელები: როდრიგო, ოიარსაბალი, ადამა, ასენსიო, ფატი, ფერან ტორესი.





