„ბარსელონას“ არგენტინელმა შემტევმა ლეო მესიმ შვებულება გაწყვიტა და უკანვე, კატალონიაში დაბრუნდა, რომ ახალ მწვრთნელს, რონალდ კუმანს შეხვდეს.
როგორც იცით, გავრცელებული ხმებით მესი ჯერ დარწმუნებული არ არის, გააგრძელებს თუ არა კარიერას „ბარსელონაში“. შედეგად, ფეხბურთელმა გადაწყვიტა ნიდერლანდელ სპეციალისტთან ისაუბროს და საკუთარ მომავალში ჩამოყალიბდეს.
33 წლის ფეხბურთელი კლუბიდან წასვლას არ გამორიცხავს, რადგან ხელმძღვანელობის მუშაობით კმაყოფილი არ არის. მესის კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს და მის გაგრძელებაზე არ ფიქრობს.
გეტყვით იმასაც, რომ განვლილ სეზონში არგენტინელმა 44-ჯერ მოირგო „ბარსელონას“ მაისურა, გაიტანა 31 გოლი და 26-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.