„ლაციოს“ სპორტულმა დირექტორმა, ალბანელმა იგლი ტარემ ჟურნალისტებს „მანჩესტერ სიტის“ შუახაზელის დავიდ სილვას „რეალ სოსიედადში“ გადასვლის თაობაზე გაუზიარა აზრი.

„ვიცი სილვას „სოსიედადში“ გადასვლის შესახებ. როგორც ფეხბურთელს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ კაცობისა რა მოგახსენოთ,“ – წერია „ლაციოს“ ოფიციალურ საიტზე.

საქმე ის არის, რომ სილვა „ლაციოსთნ“ აწარმოებდა მოლაპარაკებებს. „არწივებმა“ 34 წლის შუახაზელს მოსაფიქრებლად დრო მისცეს, მაგრამ ბოლო დღეებში დავიდი მათ სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა და მისი ესპანეთში დაბუნების ამბავი რომაელებმა პრესიდან შეიტყვეს.

სილვა „სიტიში“ 2010 წელს გადავიდა „ვალენსიიდან“.