„იუტა ჯაზის“ მცველმა დონოვან მიჩელმა „დენვერთან“ წაგებულ შეხვედაში (125:135) 57 ქულა ჩააგდო. დონოვანი გახდა პირველი კალათბურთელი ფლეი ოფების ისტორიაში, რომელმაც წაგებულ მატჩში ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო.

საერთოდაც მიჩელმა ფლეი ოფებში მესამე შედეგი აჩვენა – მასზე მეტი ქულა მხოლოდ მაიკ ჯორდანსა (63) და ელჯინ ბეილორს (61) აუღიათ.

ლუკა დონჩიჩმა „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ წაგებულ მატჩში (110:118) საკუთარ გუნდს 42 ქულა მოუტანა. ლუკამ NBA-ს ფლეი ოფის სადებიუტო მატჩში მოპოვებული ქულების რეკორდი დაამყარა. 21 წლის დონჩიჩი NBA-ს ისტორიაში ასაკით მე-3 კალათბურთელია, რომელმაც ფლეი ოფში 40 ქულაზე მეტი ჩააგდო. მასზე ახალგაზრდები მეჯიქ ჯონსონი (20 წლისა და 276 დღის) და ლებრონ ჯეიმსი (ორჯერ: პირველად 21 წლისა და 119 დღის ასაკში, მეორედ 21 დღისა და 124 დღის ასაკში) იყვნენ.

დონჩიჩის მეტოქემ, „კლიპერსის“ მსუბუქმა ფორვარდმა კავაი ლეონარდმა კი მატჩში 29 ქულა, 12 მოხსნა და 6 პასი გაახერხა. სამივე მონაცემებით კავაი გუნდში საუკეთესო იყო და NBA-ს ისტორიაში ერთადერთი კალათბურთელია, რომელმაც ქულებში, მოხსნებსა და პასებში ფლეი ოფებში საუკეთესო შედეგი სამ გუნდში აჩვენა. მანამდე კავაიმ იგივე „ტორონტოსა“ და „სან ანტონიოს“ შემადგენლობაში მოახერხა.

ჰო, ამავე გუნდებში ლეონარდს საჩემპიონო ტიტული აქვს მოგებული და ფინალური სერიის MVP-იც გამხდარა. ახლა შანსი აქვს იგივე „კლიპერსთან“ ერთად გააკეთოს.