ინფორმაცია, მათ შორის ჭორად გავრცელებული, მყისიერად ვრცელდება და მისი უარყოფა გაცილებით რთულია. ეს დაემართა ტურინის „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელ ანდრეა პირლოსაც.
კლუბის 41 წლის დამრიგებელმა 35 წლის ხელქვეითს უთხრა, ხმებს არ დაუჯერო და ჩემს სამომავლო გეგმებში საკვანძო როლი გაკისრიაო.
არადა, გავრცელებული ინფორმაციით, „იუვეს“ მიერ კრიშისთვის დაპირებული ხელფასი აუტანელ ტვირთად იქცა და ანდრეა ანიელი პანდემიურ კრიზისში მობერებული პორტუგალიელის თავიდან მოშორებას აპირებდა.
პირლოს ტელეფონში უთქვამს რონალდუსთვის, უსათუოდ მჭირდებიო. ასე გაუგიათ ჩვენს იტალიელ კოლეგებს…