პირველად არსებობის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არ ითამაშებს არც ერთი გუნდი ესპანეთიდან, იტალიიდან და ინგლისიდან. არა, დარჩენილი ოთხეული ტოპ-5 ჩემპიონატისა კია.
ანუ, წლევანდელი ჩემპიონთა ლიგა გერმანელების და ფრანგების გარჩევად იქცა. ფეხბურთის ქომაგებს ჯერ გერმანული „ბაიერნისგან“ ესპანური „ბარსელონას“ კოკისპირულად დაგოლვა არ მოენელებინათ და აგერ მეორე სენსაციაც – ფრანგულმა „ლიონმა“ ინგლისური „სიტის“ ამბიციები დაასამარა.
კაცმა არ იცის რა მოხდებოდა, 86-ე წუთზე მსოფლიო დონის ვარსკვლავ რაჰიმ სტერლინგს პრაქტიკულად ცარიელ კარში რომ გაეტანა. ვერ გაიტანა და ვერაფერს შეცვლი – საპასუხო შეტევაში „ლიონმა“ ანგარიში 3:1 გახადა.
დიახ, წლეულს ლიგა ფრაგულ-გერმანულ გარჩევად იქცა. პეპ გვარდიოლას კი ჭაღარა მოემატა: იმის მიუხედავად, რომ სულ გრანდებთან მუშაობს, უკვე 9 წელიწადია, რაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში აღარ გასულა.
The Manchester City ace had an open goal to aim at, but put the ball over the crossbar
Manchester City were dumped out of the Champions League last eight by Lyon on Saturday