Bayern Munich's Alphonso Davies produced a stunning assist for ...„ბარსელონას“ განადგურებაში თავისი მოზრდილი წილი დაიდო მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა ალფონსო დევისმა.

19 წლის მცველი კანადელია. ჰოდა, სწორედ მისი ნაკლებად საფეხბურთო სამშობლო გახდა იმის მიზეზი, რომ ახლა დევისი „ბარსელონაში“ არ თამაშობს. როგორც ირკვევა, დევისს ესპანურ გრანდში გადასვლის შანსი ჰქონდა. „ბარსას“ ლეგენდამ, ხრისტო სტოიჩკოვმა ჯერ კიდევ მაშინ ურჩია მისი აყვანა ყოფილ კლუბს, როდესაც სამშობლოში თამაშობდა. ბულგარელმა ინფორმაცია რომ მიაწოდა „ბარსას“, პასუხად ეს მიიღო – კანადელია? არა, გმადლობთ.

შედეგად, 2019 წელს, დევისი „ბაიერნში“ 13.5 მილიონ ევროდ გადავიდა და… შემდეგ რაც მოხდა, თავად ნახავდით…