
გუშინდელი 2:8 ბოლო წერტილი იყო პრეზიდენტ ხოსეპ-მარია ბართომეუს კარიერაში. მომდევნო კვირაში კლუბის დირექტორთა საბჭო იკრიბება და პრეზიდენტის გადაყენების, ასევე ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ იმსჯელებს.
ბართომეუს ერთადერთი სტრატეგია ჰქონდა: მოვიყვანოთ, ვინც ლეოს უნდა და დანარჩენს თავად იზამსო. გერმანულმა „ბლიც კრიგმა“ ბართომეუს სტრატეგია სრულად მოაშიშვლა.
გასაგებია, რომ „ბლაუგრანას“ ფანები ფაქტობრივად უკვე ყოფილ პრეზიდენტს ანათემას გადასცემენ. საკითხავი ისღაა, ვინ იქნება შემცვლელი. მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი?
აკი, ან კარგი, ან არაფერიო?