ის, რაც გერმანულმა კლუბმა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს დამართა, ვერცერთ გერმანულ ფილმში ვერ ვიხილავდით.
ბავრიელებმა რვა ბურთი გაუტანეს „ბარსელონას“ და სულ თავ-ბედი აწყევლინეს. კიკე სეტიენი და მისი სამწყსო ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდნენ თამაშის ასეთ განვითარებას. თავად კიკე სეტიენიც, როცა ეს სტრიქონები იწერება, ვეჭვობოთ, რომ უკვე უსამსახუროდ არის…
მატჩის მინდინარეობას აღარ მოვყვებით… შესაძლოა, ცოტა ზედმეტი და უხერხულიც იყოს.
თანაც ეს არ იყო იდეალური „ბაიერნი“, ამ გუნდს კიდევ მეტი შეუძლია, მაგრამ კატასტროფული იყო „ბარსელონა“. მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ ბავარიელებს, დიდი შანსი იყო ორნიშნა ციფრამდე ასულიყვნენ…
რა ვთქვათ – ჩემპიონთა ლიგა ასეთ ნახევარფინალს არ იმსახურებდა… „ბარსელონა“ – „ბაიერნი“ – 2:8.
1935 წლის შემდეგ „ბარსელონას“ რვა გოლი არასდროს მიუღია. მაშინ „ბარსა“ „რეალმა“ ასეთივე ანგარიშით შეარცხვინა – 8:2…
1951 წლის შემდეგ კი „ბარსელონამ“ პირველად წააგო 6-ბურთიანი სხვაობით. 69 წლის წინ „ბარსას“ ცოდვა თანაქალაქელმა „ესპანიოლმა“ დაიდო…