No description available.კორონავირუსის პანდემიამ ყველა საფეხბურთო კლუბი რთულ ფინანსურ სიტუაციაში ჩააგდო. როცა „ბარსას“ დარ გრანდებს უჭირთ და ხელფასების შემცირებაზე მიდიან, რა უნდა ვთქვათ ნახევრადპროფესიულ კლუბებზე. ამ შემთხვევაში ინგლისის რანგით მე-6 დივიზიონზეა საუბარი. საშუალო ხელფასი ამ ლიგაში კვირაში 400 ფუნტია.

პანდემიამ კლუბები უმაყურებლოდ და ატრიბუტიკის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის გარეშე დატოვა. ჰოდა, გამოსავალი ერთმა კაცმა ნახა. ადამ ნოვაკოვსკი „ბრედფორდ პარკ ავენიუში“ ბურთაობს, ძირითად საქმიანობით კი სამრეწველო ფირმის გაყიდვების მენეჯერია.

32 წლის ადამმა კლუბს თავად შესთავაზა, კვირაში სიმბოლურ 1 გირვანქად ვითამაშებო და თანალიგელებსაც იგივესკენ მოუწოდა.

მისი მოძახილი თითქმის მთელმა ლიგამ აიტაცა, „ბრედფორდ პარკ ავენიუში“ კი ადამ ნოვაკოვსკი ყველაზე ძვირფას ფეხბურთელად მონათლეს.