რონალდ კუმანი ჰოლანდიის ნაკრების ...ესპანურ „ბარსელონას“ სასწრაფოდ სჭირდება ახალი მთავარი მწვრთნელი. კიკე სეტიენის დღეები დათვლილია. არადა, მას შედეგზე მეტად ქარიზმას ედავებიან – ვერაფრით მოიპოვა ავტორიტეტი ფეხბურთელებს შორის, რაც სათამაშო დისციპლინაზე აისახა.
ახალ მწვრთნელს ევერესტისხელა ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს. ადრე ლამის ერთადერთ კანდიდატად ჩავი ერნანდესი განიხილებოდა, მაგრამ „ბარსამ“ ჩემპიონის ტიტული რომ დაკარგა ხელმძღვანელობა მასზე გაბუტული ყოფილა, ყატარიდან დროულად რომ წამოსულიყო, ასეთი ჩავარდნა არ გვექნებოდაო…
მეორე ვარიანტი მაურიციო პოჩეტინო იყო, მაგრამ აქ ქომაგებმა იქუხეს: პოჩეტინოს ბიოგრაფიაში თანაქალაქელ „ესპანიოლში“ მუშაობის გარდა, კონკრეტულად „ბარსას“ მიმართ ნათქვამი მწარე ეპითეტებიც ამოქექეს.
ჰოდა, გაჩნდა მესამე კანდიდატი. ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელი რონალდ კუმანი ყველა კრუტერიუმით მისაღებია და ბარსელონელი აგენტები ახლა მას მიადგნენ.
ცნობისათვის: კუმანმა ერთხელ უკვე თქვა „ბლაუგრანაზე“ უარი და ეს ჯერ კიდევ სეტიენამდე იყო.
იქნებ გადაიფიქრა…
წილი
წინა სტატიანინუა პაოკში ითამაშებს
შემდეგი სტატია… ასე გაირღვა ბარსელონა
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".