მშვენიერი „ატალანტას“ მოგება სულაც არ იქნებოდა სენსაცია და პაშალიჩის გოლით კინაღამ გავიდა ნახევარფინალში, მაგრამ…
მატჩის გმირი ნეიმარი გახდა, რომელმაც მარკინიოსს გამთანაბრებელი გოლისას უპასა, მერე კი ჩუპო-მოტინგმა უკვე შამპანურმომარჯვებული ბერგამოელები დაადუმა.
პსჟ-მა პირველმა შეაბიჯა ნახევარფინალში, ნეიმარმა კი ლეო მესის 12 წლის წინანდელი რეკორდი გაიმეორა – ერთ სალიგო მატჩში 16-ჯერ მეტოქე სხვას არავის მოუტყუებია. ამას გარდა, ნეიმარზე 9-ჯერ დაჯარიმდნენ, რაც ლიგის მიმდინარე გათამაშების რეკორდია.
