აბა გერმანულ მედიას რას გამოაპარებ.
თურმე ლივერპულელები „ბაიერნის“ სპორტულ დირექტორ ჰასან სალიჰამიჯიჩს უკვე შეხვდნენ. გერმანელები უარს არ ამბობენ. 29 წლის ესპანელ ნახევარმცველს კონტრაქტის ვადა მომავალი წლის ზაფხულში უსრულდება და ვიდრე თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს, 30-40 მილიონის მიღება უჯობთ.
სწორედ ასე შეუფასა სალიჰამიჯიჩმა მყიდველებს ტიაგო ალკანტარა. ესპანელი კარგი ფეხბურთელი კია, მაგრამ „ბაიერნისთვის“ შეუცვლელსაც ვერ დაარქმევ – ამ სეზონში 24-ჯერ გავიდა მოედანზე და 3 გოლი გაიტანა.
Manchester City to rival Liverpool for Thiago Alcantara? - Sports Mole