კორონავირუსის პანდემიამ სპორტული აქტივობები სრულიად შეცვალა. როგორც უკვე იცით, ერთი წლით გადავადდა ამ ზაფხულს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში და ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, რომელიც ტოკიოში უნდა ჩატარებულიყო.
VAR set for historic full debut at AFC U23 Championship - LawInSportახლა, Covid 19 მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპსაც შეეხო. FIFA-მ ღიად გამოაცხადა, რომ მუნდიალის შესარჩევი მატჩები აზიის ზონაში, რომლებიც წლეულს უნდა ჩატარებულიყო, საგაისოდ გადაიდო.
აზიური შესარჩევის მე-2 რაუნდის მატჩები, მარტსა და ივნისში უნდა ჩატარებული, მაგრამ პანდემიის გამო ჯერ ოქტომბერსა და ნოემბერში გადაიტანეს, ახლა კი სულაც მომავალი წლისთვის გადაავადეს.
„მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში Covid 19-ით გამოწვეული ვითარების გამო, ფიფამ და აზიის ფეხბურთის კონფედერაციამ მიიღეს ერეთობლივი გადაწყვეტილება, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისა და 2023 წლის აზიის თასის შესარჩევი მატჩები, რომლებიც თავდაპირველი გეგმის თანახმად, 2020 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, 2021 წლისთვის გადავადდა. ვაგრძელებთ ერთობლივად მუშაობას, ყურადღებით ვაკვირდებით რეგიონში მიმდინარე ვითარებას. საკვალიფიკაციო მატჩების გამართვის ახალ თარიღებს მოგვიანებით დავასახელებთ“, – ნათქვამია ფიფას განცხადებაში.