ზაფხულის ჩემპიონი თბილისის „დინამო“ გახდა. ლიდერმა „დილამ“ პირველად წააგო და მესამე ადგილზე დაქვეითდა. ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი „ბათუმია,“ რომელიც მეორე პოზიციაზე დამკვიდრდა. ერთადერთი მოუგებელი კი ბოლოადგილოსანი „მერანია.“
პირველი წრე დამთავრდა, მაგრამ დღეს, 12 აგვისტოს, მეორე დაიწყება, „თელავი“ – „დინამოს“ უმასპინძლებს „კავკასიონი არენაზე“ და როგორც თელავური კლუბის პრესსამსახური იუწყება, ყველა, 800-ვე ბილეთი გაყიდულია.
ამ მატჩსა და ტურის დანარჩენ შეხვედრებს შორის საკმაო პაუზაა. მიზეზი ევროტურნირებია.
„დილას“ პირველივე მარცხი ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა. თუმცა, ბოლო დროს გორელები ცოტა გადაღლილები ჩანან, აკი წინა ორ ტურშიც ვერ გაიმარჯვეს, ფრეს დასჯერდნენ. აკლდათ დისკვალიფიცირებული მთავარმეგოლე მიკოლა კოვტალიუკიც.
ამიტომ „ლოკომოტივთან“ საშინაო მარცხს, მთლად მოულოდნელობას ვერ დავარქმევთ. რკინიგზელებს 7 მარტის შემდეგ აღარ გაემარჯვათ. ანუ, ნაკორონევს პირველად მოიგეს. მათ მთავარ მწვრთნელს, გიორგი ჭიაბრიშვილს კი ამ რანგში პირველ გამარჯვებას ვულოცავთ.
„ჩიხურა“ შინ განადგურდა „ბათუმთან“ – 0:4. ზღვისპირელთაგან დუბლი მიითვალა ჯაბა ჯიღაურმა.
„დინამომ“ „სამუშაო“ გამარჯვება მოიპოვა სტუმრად „მერანთან.“ „საბურთალომ“ კი „სამტრედია“ ბოლოსკენ გატეხა. საინტერესოა, რომ გამარჯვების გოლი 89- წუთზე, შეცვლაზე შეულმა, 18 წლის გიორგი გულიაშვილმა გაიტანა.

ტორპედო 1:1 თელავი
1:0 ბობკო (43), 1:1 რუხაძე (51)

მერანი 1:2 დინამო
0:1 კობოური (45+1), 0:2 ბენიო (70), 1:2 გეწაძე (90+1 პენ)

ჩიხურა 0:4 ბათუმი
0:1 ნიქაბაძე (3), 0:2 კობახიძე (28), 0:3, 0:4 ჯიღაური (42, 79)

დილა 0:1 ლოკომოტივი
0:1 შონია (58)

სამტრედია 1:2 საბურთალო
1:0 ახალაძე (21), 1:1 ტერა (66), 1:2 გულიაშვილი (89)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი28179259:2360
დინამო28165747:2453
საბურთალო281210641:2946
დილა28128832:2944
ლოკომოტივი281351048:4744
სამგურალი28812830:3336
თელავი28781324:4029
ტორპედო285111224:3526
შუქურა285101325:3826
სამტრედია28442025:5716

12 აგვისტო: თელავი – დინამო
16 აგვისტო: მერანი – ბათუმი
17 აგვისტო: სამტრედია – ლოკომოტივი
18 აგვისტო: ჩიხურა – საბურთალო
19 აგვისტო: დილა – ტორპედო

მეგოლეები: მიკოლა კოვტალიუკი (დილა) – 6, ჯამბულ ჯიღაური (ბათუმი) – 5, ირაკლი რუხაძე (თელავი), ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი), გიორგი ფანცულაია (ტორპედო) – 4.