DAZN Canadaინლისურმა „მანჩესტერმა“ ბევრი იჯაჯგურა მოკრძალებული “კოპენჰაგენი” დამატებით დროში პენალტით 1:0 დაამარცხა. ამით ოლე გუნარ სულშერის გუნდი ევროპალიგის ნახევარფინალში გავიდა.
ეს მათი მესამე ნახევარფინალია სეზონში. პირველი ინგლისის ლიგის თასზე „სიტის“ დაუთმეს, ინგლისის თასზე „ჩელსისთან“ ვერას გახდნენ. ოლე გუნარ სულშერმა ნამატჩევს ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ მაინც გაგვიჭირდა. სამჯერ ძელს გავარტყით ბურთი და მეტოქის მეკარემაც ფანტასტიურად ითამაშა. კარგად ვიცნობთ სავარაუდო მეტოქეებს.
„ვულვზიც“ და „სევილიაც“ ევროპალიგის ამ გათამეშებაში ჩინებულად გამოიყურებიან.
ჩვენ მალე მესამე ნახევარფინალს ვითამაშებთ და ერთ ფინალში მაინც უნდა ვითამაშოთ“.