დღეს უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაა. ევროპალიგაში სამი ქართული გუნდი ითამაშებს – ბათუმის „დინამო“, დედაქალაქური „საბურთალო“ და „ლოკომოტივი“. სამივე განუთესავია, ამიტომ სავარაუდო მეტოქე სია საკმაოდ საინტერესოა.
ბათუმის „დინამოს“ სავარაუდო მეტოქეები არიან:
„ნეფთჩი“, „კეშლა“ (ორივე – აზერბაიჯანი), „ჰაპოელი“, ბეერ-შევა (ისრაელი);
„ლოკომოტივის“ სავარაუდო მეტოქეები:
„უნივერსიტატია“ (რუმინეთი), „შკენდია“ (ჩრ.მაკედონია), „ბაჩკა-ტოპოლა“ (სერბეთი), „კაირატი“ (ყაზახეთი);
„საბურთალოს“ სავარაუდო მეტოქეები:
„მაკაბი“ ჰაიფა (ისრაელი), „აპოლონი“ (კვიპროსი), „ალაშკერტი“ (სომხეთი);