ეგ არი. ტურინის „იუვენტუსმა“ მაურიციო სარი გაუშვა. რას ერჩოდნენ? მარტო ანდრეა ანიელიმ იცის. შარშან, სარის როცა ეძახდნენ, რევოლუცია მოსთხოვეს და პირველად ამ საუკუნეში „იუვემ“ შემტევი ფეხბურთი დაიწყო.
რა ექნა ამ კაცს? რევოლუციები ერთ წელიწადში ვერ ხდება. კლოპს რამდენი წელი დასჭირდა? პეპმა პირველ წელს რა ჰქნა? სარის აშკარად გადაბერებული შემადგენლობა დაახვედრეს და კიდევ ორი კაცი – ერთის ძირითადში დაყენებას მარკეტინგი ითხოვდა და მეორისას შეფები.
ასეა თუ ისე, ეს კონკრეტული ისტორია დასრულდა.
მერე გამოჩნდება მართალი. მოკლევადიან ამბავში ანიელიმ სარის რონალდუ ამჯობინა.
მერე? ვინ მოახდენს რევოლუციას?!