დღეს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაა, სადაც უნდა გაირკვეს თბილისის დინამოს მეტოქე. როგორც უკვე იცით, ქართული გუნდი განთესილია.
უეფამ უკვე გამოაქვეყნა სავარაუდო ოთხი მეტოქე, რომელთაგან ერთ-ერთს შეხვდება დინამო.
ესენი არიან: ბელარუსული ბრესტის „დინამო“, ლატვიური „რიგა“, ალბანური „ტირანა“ და მაკედონიური „სილეკსი“
ცხადია, ჩემპიონთა ლიგაზე დაბალი საფეხბურთო დონის ქვეყნებიდან ყველა გუნდი ჩემპიონია, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით „სილეკსზე“, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე „ვარდარის“ ნაცვლად გამოდის. „ვარდარი“ უეფას მიერ არის დისკვალიფიკაცირებული.