მაურიციო სარის წასვლის შემდეგ ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაზე ყველაზე აქტიურად მაურისიო პოჩეტინო, სიმონე ინძაგი და ზინედინ ზიდანი განიხილებოდნენ. ასევე აქტიურად დაირხა ხმები მაქს ალეგრისთან დაკავშირებით. მხოლოდ აქა-იქ თუ წავიკითხავდით ანდრეა პირლოზე, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ „იუვეს“ 23 წლამდე გუნდის თავკაცად დაინიშნა და…
„იუვემ“ რისკიანი ნაბიჯი გადადგა – 41 წლის პირლო, ვინაც ახლახანს აიღო საჭირო ლიცენზია, „ბებერი ქალბატონის“ მთავარი მწვრთნელია. კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული.
პირლო „იუვეს“ რიგებში 2011-15 წლებში თამაშობდა და მისი მაისურით 164 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 38 საგოლე პასიც გააკეთა. ტურინელებთან ერთად იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ 6 ტიტული მოიგო.
აღსანიშნავია, რომ პირლოს გუნდში დავხდება ყოფილი თანაგუნდელი და თანანაკრებელი, მასზე ერთი წლით უფროსი ჯიჯი ბუფონი, რომელიც მხიარულად შეხვდა მეგობარს.
„ახლა მისტერით უნდა მოგმართო“?! – დაწერა ჯიჯიმ „ტვიტერზე“ და ანდრეას წარმატებები უსურვა.
სამაგიეროდ, პირლოს მისვლა არ ესიამოვნებოდათ გონსალო იგუაინს, სამი ხედირასა და დუგლას კოსტას – იტალიური მედიის ცნობით პირლომ უკვე განაცხადა, რომ ისინი გუნდში არ ჭირდება. ანდრეამ იქვე დასვა საკითხი, რომ გუნდს ნახევარმცველი და ცენტრალური თავდამსხმელი სჭირდება.





