მოსკოვის ცსკა-მ, რომელთანაც ცოტა ხნის წინ თორნიკე შენგელიამ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მთავარი მწვრთნელი დაკარგა.
ბერძენი დიმიტრის იტუდისი კორონავირუსით დაინფიცირდა და გუნდი პირველ წინასასეზონო შეკრებას მის გარეშე ჩაატარებს.
ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება. იტუდისი უკვე 6 წელია, რაც რუსებს წვრთნის.