„ტელეფონით გავიგე, რომ ჩემი აყვანა „როტორს“ სურდა. როცა წინადადება მივიღე ვიფიქრე, ავწონ-დავწონე, ჩემი კარიერისთვის როგორ აჯობებდა. სხვა გუნდებიც მეპატიჟებოდნენ, საქართველოდან და თურქეთიდან მქონდა შემოთავაზება, თუმც ოფიციალურად მხოლოდ როტორმა შემომთავაზა სამსახური. როგორც ფეხბურთელი, ფაქტობრივად რუსეთში გავიზარდე . 15 წელიწადია აქ ვარ, აქედან 11 სეზონი მოსკოვის „სპარტაკში“. ახლა ნულიდან ვიწყებ, რადგან განათხოვრებით აღარ ვარ. ვფიქრობ, ტრავმებიც უკან დარჩა,“ – თქვა აწ უკვე ვოლგოგრადის „როტორის“ ქართველმა შემტევმა ჯანო ანანიძემ, რომელმაც ახალ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ჯანოს პროფესიულ კარიერაში რუსეთის მიღმა მხოლოდ კვიპროსის „ანორთოსისში“ აქვს ნათამაშევი და ისიც ოდენ სამი თვე… ცნობილია, რომ საქართველოდან ანანიძის დამატება თბილისის „დინამოსა“ და „ბათუმს“ სურდათ.