იტალიურმა „რომამ“ საკუთარ ვებგვერდზე დაადასტურა, რომ კლუბს ახალი მფლობელი ჰყავს. ყოფილმა მფლობელმა ჯეიმს პალოტამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.
„მგლების“ ახალი მეპატრონელი მილიარდერი დენ ფრიდკინი იიქნება. საქმე ოფიციალურად 5 აგვისტოს მოგვარდა. „რომა“ კონტროლის ქვეშ The Friedkin Group-ს გადაეცა და მისი ფასი 591 მილიონი ევროა. პირველი ტრანში 31 აგვისტომდე უნდა გადაირიცხოს.
ადრე გავრცელებული ცნობით, პალორა იმავე ფრიდკინზე კლუბის მიყიდვას 710 მილიაონად აპირებდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ ღირებულება დააგდო.
ივნისის დასაწყისში ისიც გამოცხდდა რომ ბოლო ცხრა თვის განმავლობაში „რომას“ ზარალმა 126 მილიონი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ რომაულმა კლუბმა ახლახანს დასრულებულ სერია A-ში მეხუთე ადგილი დაიკავა.