ივლისის ბოლოს მიღებულმა თეძოს ტრამვამ არგრნტინელი პაოლო დიბალას საჩემპიონთალიგო პერსპექტივას დიდი კითხვის ნიშანი დაუსვა. მისთვის და „იუვენტუსის“ სამწვრთნელო შტაბის გასახარად, მკურნალობის პროცესმა მოსალოდნელზე მალე ჩაიარა.
უკვე შაბათს დიბალამ გუნდთან ერთად ივარჯიშა და 7 ივლისს „ლიონთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალური შეხვედრის განაცხადში იქნება.
შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ფრანგებმა 1:0 მოიგეს.