Sandro Mamukelashvili returning as Seton Hall gets more dangerous21 წლის ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს 2020 წლის დრაფტიდან კანდიდატურა მოხსნა და მომავალ სეზონსაც NCAA-ს „სეტონ ჰოლში“ გაატარებს.

გადაწყვეტილების მიღებამდე სანდრომ გასაუბრება NBA-ს 20-მდე გუნდთან გაიარა და ამერიკულ მედიას თუ დავეყრდნობით, 2 კლუბი დრაფტის მე-2 რაუნდის დასაწყისში არჩევას დაპირდა.

თავად ქართველი კალათბურთელიც ამბობს, რომ NBA-ს კლუბებიდან ინტერესი და ყურადღება იყო. თუმცა ფიქრობს, რომ კიდევ ერთი სეზონის კოლეჯის კლუბში გატარება, საშუალებას მისცემს, რომ მომავალ დრაფტზე პირველ რაუნდშივე აირჩიონ.

„სეტონ ჰოლი“ დატოვეს სასტარტო ხუთეულის სხვა წევრებმა მაილს პაუელმა, ქუინსი მაკნაიტმა და რომარო გილმა. ახლა, გუნდში ყველაზე გამოცდილი მოთამაშე სწორედ ქართველია.

ცნობისთვის, NCAA-ში ახალი სეზონისთვის მზადებას გუნდები ოქტომბერში დაიწყებენ, მატჩები კი ნოემბერში განახლდება. ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია.