უეფა სერიოზულად განიხილავს ბარსელონაში ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალური მატჩის გამართვა-არგამართვის საკითხს.
მოგეხსენებათ, „ბარსელონა“ – „ნაპოლი“ 8 აგვისტოსთვისაა დაგეგმილი, მაგრამ ესპანეთში კორონავირუსის მეორე ტალღის გავრცელებამ კიდევ ერთხელ არია დავთარი.
უეფას შესაბამისმა დეპარტამენტმა ოფიციალური წერილით მიმართა ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს. თუ პასუხად მოვა, რომ ვირუსის მეორე ტალღა საფრთხეს არ შეუქმნის მონაწილეებს, მატჩი „კამპ ნოუზე“ შედგება. გარანტიის ვერმიღების შემთხვევაში მატჩი ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ამ წყვილის პირველი დაპირისპირება იტალიაში 1:1 დასრულდა.
FC Barcelona triumphs against SSC Napoli at Hard Rock Stadium ...
 

წილი
წინა სტატიაქართული რაგბი უთავოდ დარჩა
შემდეგი სტატიაზლატან ბატონი
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".