გოჩა სვანიძე საქართველოს რაგბის ...გოჩა სვანიძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა. ჯერ ეს არაოფიციალური ცნობაა, თუმც ამბობენ, რომ თანამდებობიდან მისი წასვლა დღესვე დადასტურდება.

ქართულ რაგბში მძიმე პერიოდია. კრიზისი მომწიფდა: ახალი პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც წლის დასაწყისში უნდა გამართულიყო, რამდენჯერმე გადაიდო, თან სკანდალების ფონზე. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, რაგბის კავშირის მაღალი მიღწევების ყოფილი მთავარი მენეჯერი ბაჩო ხურციძეა, კიდევ ერთი კანდიდატი კი საქართველოს ნაკრების ექს-კაპიტანი და პარლამეტარი ირაკლი აბუსერიძე.

ამ შიდა პოლიტიკურ კრიზისს ეკონომიკური მოყვა, რომელიც მსოფლიოში გამძვინვარებულმა კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია.  შეჩერდა საქართველოს ჩემპიონატი და ჯერაც უცნობია, განახლდება თუ არა დიდი 10, მრავალი მოთამაშე თუ მწვრთნელი შემოსავლის გარეშე დარჩა და ზოგი მშენებლობაზე დასაქმდა, ზოგი დაცვაში, ზოგიც – მიტანის სამსახურში.

სავარაუდოდ, გოჩა სვანიძეს გადადგომისკენ სწორედ ამ პრობლემების ერთობლიობამ უბიძგა.