ყველაფერი იქით მიდის, რომ ლიონელ მესი მილანის „ინტერში“ ამოყოფს თავს, თუმცა, გაისად…

როგორც La Gazzetta dello Sport წერს, როდესაც მესის ბარსელონასთან კონტრაქტი დაუმთავრდება, მილანური კლუბი არგენტინელ ვარსკვლავს 4-წლიან კონტრაქტსა და 260 მილიონ ევროს შესთავაზებს.

Lionel Messi all'Inter, Massimo Moratti: Non è un sogno proibito
როდის მიესალმება ლეო მესის ინტერში მასიმო მორატი?

არადა, „ინტერის“ გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ მესის მათ გუნდში გადასვლას უტოპია უწოდა. ამავე აზრის იყო ანტონიო კონტეც, მაგრამ შემდეგ გაჩნდა ცნობა, რომ მესის მამამ მილანში სახლი იყიდა და…

„ინტერს“ არგენტინელის მაღალი ხელფასი არ აფრთხობს და მზად არიან წელიწადში 50 მილიონი ევრო გადაუხადონ, რამეთუ ტრანსფერი მომგებიანი გახდება.

როგორც ჩანს, „ინტერს“ არც ფეხბურთელის ასაკი აფრთხობს: მესი 2021 წელს 34 წლის იქნება, ხოლო 4-წლიანი კონტრაქტის ამოწურვისას – 38-ის.

სავარაუდოდ, ასეთი კონტრაქტი ორივე მხარეს აწყობს…

მესიმ გასულ სეზონში 33 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 23 საგოლე პასი გააკეთა. „ბარსასთან“  კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ჯერ მის გახანგრძლივებაზე არ ფიქრობს.