„მილანის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ისტორიაში კიდევ ერთი ფაქტით შევიდა. შვედმა ფეხბურთელმა „სამპდორიასთან“ 37-ე ტურის მატჩში (4:1) დუბლი გაახერხა და პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ორივე მილანურ გუნდში 50 და მეტი გოლი გაიტანა.
ზლატანი რისი ზლატანი იქნებოდა, ნამატჩევს საკუთარი თავი რომ არ შეექო.
„ხალხი მეუბნება, რომ ბებერი ვარ და ვიხრჩობი, მაგრამ მე მხოლოდ ვხურდები. თითქოს ბენჯამინ ბატონი ვარ და ყოველ წელს ვახალგაზრდავდები. თუმცა, არა – მე მუდამ ახალგაზრდა ვარ, მოხუცებული არასოდეს ვყოფილვარ!
„მილანის“ მწვრთნელ სტეფანო პიოლიზე მხოლოდ კარგი შემიძლია ვთქვა. კარგად იმუშავა. ბევრს აკრიტიკებდნენ და არ იცოდა, რა ელოდა. ასე რომ, ახალი კონტრაქტი დაიმსახურა. ახლა უნდა გავიგოთ, როგორი იქნება გუნდი, რომელიც მას მიჰყვება“, – თქვა ზლატანმა.