Lionel Messi's father involved in crash as biker is rushed to ...ამას წინათ ითქვა, რომ მილანის „ინტერს“ „ბარსელონას“ მთავარი ვარსკვლავის, ლეო მესის გადაბირება სურდა, თუმცა ამის თავად იტალიელებს არ სჯეროდათ. ახლა კი ისეთი რამ ხდება, შესაძლოა, მილანელთა ოცნება რეალობად იქცეს.

საქმე ის არის, რომ მესის მამამ მილანში სახლი იყიდა. და ეს ყველაფერი „ინტერის“ შტაბბინიდან არც ისე შორს.

„ინტერის“ ყოფილი მფლობელი და პრეზიდენტი მასიმო მორატი იმედი გამოთქვამს, რომ მამასთან სტუმრობისას მესიმ იქნებ „ინტერთან“ კონტრაქტის ხელმოსაწერადაც შეირბინოს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, „ინტერს“ მესის დიდი ხელფასი არ ადარდებს და მზად არის არგენტინელს წლიურად 50 მილიონი ევრო გადაუხადონ.

ლეოს გუნდში მისვლა კლუბში ახალი სპონსორების მიზიდვას გამოიწვევს და სხვადასხვა მარკეტინგული ხერხების გამოყენებით „ინტერიც“ დიდ ხეირს ნახავს.

წილი
წინა სტატიასულშერმა რვას დაუმიზნა
შემდეგი სტატიაბაიერნმა კავანის გახედა
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...