„დორტმუნდმა“ 98 მილიონ ევროზე უარი თქვა და ჯეიდონ სანჩო „მანჩესტერ იუნაიტედს“ არ მიჰყიდა. თუმცა, მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა იმედს არ კარგავს, რომ ფეხბურთელის გადაბირებას მაინც შესძლებს.

Bundesliga | Jadon Sancho's career milestones for Borussia ...„წითელი ეშმაკებში“ მასშტაბური სატრანსფერო კომპანია აქვთ დაგეგმილი და სანჩო მისი ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. სულ მანჩესტერელთა გეგმებში რვა ახალი ფეხბურთელის მიყვანა იგეგმება.

ოლე გუნარ სულშერს დაცვაში კალიდუ კულიბალის („ნაპოლი“), ტაირონ მინგსის („ასტონ ვილა“) და ნათან აკეს („ბორნმუთი“) ხილვა სურს. ნახევარდაცვაში სანჩოს გარდა ინტერესს დონი ვან ბეიკისა („აიაქსი“) და ჯეკ გრილიშის („ასტონ ვილა“) მიმართ გამოხატავს, ხოლო თავდასხმაში მუსა დემბელესა („ლიონი“) და ჰარი კეინის („ტოტენჰემი“) გადაბირება უნდა.

საკმაოდ შთამბეჭდავი სიაა და ფინანსურადაც საკმაოდ ხარჯიანი, თუმცა „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა თანხის მოძიებას ფეხბურთელების გაყიდვითაც გეგმავს.

დასრულებული სეზონის შემდეგ გუნდის დატოვება შეუძლიათ ჯესი ლინგარდს, ფილ ჯონსს, ანდრეას პერეირას, კრის სმოლინგს, მარკოს როხოსა და ალექსის სანჩესს.