პენალტის შესრულებას, ბუნებრივია, ოსტატობა სჭირდება, მაგრამ პირისპირ დარჩენის შემდეგ დამრტყმელის შანსი მეკარისაზე გაცილებით მაღალია. ამის მიუხედავად, პენალტები სუპერვარსკვლავებსაც უფუჭდებათ.ჩვენმა ბრიტანელმა კოლეგებმა დათვალეს, ევროპის ტოპ-5 ლიგაში ვინ გააცუდა ყველაზე მეტჯერ 11-მეტრიანი დარტყმა XXI საუკუნეში.
იცით ვინ არის ანტილიდერი? ლეო მესი!
თურმე არგენტინელს ჯამში 22 პენალტი გაუცუდდა.
მეორე-მესამე ადგილებს კრიშტიანუ რონალდუ და ფრანჩესკო ტოტი იყოფენ – მათ 18-18-ჯერ გაუცუდდათ დარტყმა.
ისე, გამცუდებელთა ათეულში სულ ნარჩევ-ნარჩევი ბიჭები არიან:
4. ანტონიო დი ნატალე – 14
5. ედინსონ კავანი – 13
6. უეინ რუნი – 12
7. სერხიო აგუერო – 12
8. არიც ადურისი – 10
9. რუდ ვან ნისტელროი – 10
10. რონალდინიო – 10.





