Leeds transfer blow as Edinson Cavani has 'very good' meeting with ...მიუნხენის „ბაიერნი“ 33 წლის ურუგვაელი შემტევის, ედინსონ კავანის გადაბირებით დაინტერესდა. კავანი თავისუფალი აგენტია – „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი 30 ივნისს დაუსრულდა.

გერმანული კლუბის ხელმძღვანელობა კავანის რობერტ ლევანდოვსკის დუბლიორად მოიაზრებს. როგორ ირკვევა, უკვე შედგა პირველი კონტაქტი ედინსონის ძმასთან. გარკვეულ დეტალებზე იმსჯელეს, კლუბის წარმომადგენლებმა მოისმინეს ფეხბურთელის მოთხოვნები.

ამასთან, კავანის დაწყებული აქვს მოლაპარაკებები „ბენფიკასთან“. თუმცა, იქ პრობლემები ფინანსური კუთხით იქმნება – ურუგვაელი იმაზე მეტს ითხოვს, ვიდრე კლუბი სთავაზობს.

კავანი პსჟ-ში 2013-20 წლებში ირჯებოდა. ვადამდე დასრულებულ სეზონში 33 წლის ფეხბურთელმა 14 მატჩში (7 ძირითადში) ითამაშა. გაიტანა ოთხი გოლი და ერთხელაც თანაგუნდელს გაატანინა.