სამტრედია – დინამო 0:4. მშობლიური გუნდების მატჩს თბილისის მერი კახა კალაძეც დაესწრო

მე-7 ტურის მთავარი მატჩი ბოლო სათამაშო დღეს გაიმართა. „დილამ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა. ეს შეხვედრა იმითაც იყო საინტერესო, რომ ერთმანეთს ორი ჯერაც წაუგებელი გუნდი ხვდებოდა.

გორელებმა წინა ტურებში საკმარისი მარაგი შეიქმნეს და წაგების შემთხვევაშიც ლიდერად დარჩებოდნენ, მაგრამ, მასპინძლები, ცხადია, მინდორზე გასამარჯვებლად გავიდნენ.

ანგარიში გორელებმა გახსნეს, ოღონდ… საკუთარ კარში გაიტანეს. გოლი ცოტა კურიოზული გამოვიდა. მასპინძელ ხურცილავას ბურთი საკუთარი საჯარიმოდან გამოჰქონდა, მაგრამ თანაგუნდელ, ტოგოელ იენდეუნტს მოარტყა და ავტოგოლიც გაფორმდა. გორელებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს. 43-ე წუთზე ლექვთაძემ გაიტანა მარკოზაშვილის პასით. სტუმრებს თამაშგარე ეგონათ, მასპინძელთა შემტევი კი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ბურთი ტავზე გადაატარა.

საბოლოოდ 1:1, რომელიც ლოგიკურ შედეგად მოსჩანს. „დილა“ ისევ ერთპიროვნული ლიდერია, ბათუმელებმა კი მეორედან მეოთხე ადგილზე ჩაინაცვლეს.

„დინამო“ „სამტრედიას“ ეწვია და ორტურიანი წაფორხილების შემდეგ, მასპინძელთაგან ქვა ქვაზე არ დატოვა. მატჩს ინტრიგას ისიც სძენდა, რომ სამტრედიელების მთავარი მწვრთნელი, კახა კაჭარავა, ახლო წარსულში „დინამოს“ მოძღვრავდა და არცთუ ცუდად.

ინტრიგა ვერ გამოვიდა, რადგან 22-ე წუთისთვის თბილისელები უკვე სამბურთინი სხვაობით იგებდნენ და ფაქტობრივად, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.

ტრიბუნის ნაცვლად კედელზე… ასე დახვდა გორი ბათუმს

საინტერესოა, რომ ეს სამი გოლი დინამოელებმა ხუთწუთან ინტერვალში გაიტანეს. საბოლოოდ 4:0 „დინამოს“ სასარგებლოდ. დუბლი მიითვალა ნოდარ ქავთარაძემ.

დუბლი შეასრულა კიდევ ერთმა ქავთარაძემ, ოღონდ საბურთალოელმა – ბექამ. „საბურთალომაც“ სტუმრად 4:0 დაამარცხა საკმაოდ შესუსტებული „ტორპედო.“

მოკლედ, იმერელთათვის საშინელი ტური გამოდგა და რომ არა „ჩიხურას“ დამაჯერებელი გამარჯვება „მერანთან“ (3:0), შეიძლება რეგიონული ანტირეკორდიც დაემყარებინათ.

ზემოიმერლებმა კი სეზონში პირველად გაიმარჯვეს და ბოლო ადგილსაც თავი დააღწიეს.

ახლა ერთადერთი გუნდი, რომელსაც ჯერ გამარჯვების სიხარული არ განუცდია, დებიუტანტი თბილისის „მერანია.“

ჩიხურა 3:0 მერანი

1:0 კახაბრიშვილი (54), 2:0 კიკაბიძე (74), 3:0 მუჯირი (87)

ტორპედო 0:4 საბურთალო

0:1 მარგველაშვილი (13 პენ), 0:2 გულიაშვილი (14), 0:3, 0:4 ბექა  ქავთარაძე (42 პენ, 65)

გაძევება: ადამაძე (11 ტორპედო)

სამტრედია 0:4 დინამო

0:1 ნოდარ ქავთარაძე (17), 0:2 პერნამბუკო (20), 0:3 კაპანაძე (22), 0:4 ნოდარ ქავთარაძე (61)

ლოკომოტივი 1:1 თელავი

1:0 გაბაძე (61), 1:1 რუხაძე (81 პენ)

დილა 1:1 ბათუმი

0:1 იენდეუნტი (15 საკ. კარში), 1:1 ლექვთაძე (43)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362112373:2775
დინამო36217859:2870
დილა361710948:3561
საბურთალო361512952:4057
ლოკომოტივი361581357:5953
თელავი361281635:5344
სამგურალი369141334:4641
ტორპედო369131438:4440
შუქურა365121928:4927
სამტრედია36562533:7621

31 ივლისი: თელავი – მერანი

1 აგვისტო: დინამო – ჩიხურა, ლოკომოტივი – ტორპედო

2 აგვისტო: საბურთალო – დილა, ბათუმი – სამტრედია

მეგოლეები: მიკოლა კოვტალიუკი (დილა) – 6, ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი), ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 4