ლივერპული" დანიელ სტარიჯს გაასხვისებსიტალიური „ბენევენტოს“ პრეზიდენტმა ორესტე ვიტორიტომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ კლუბი აპირებს კონტრაქტი გაუფორმოს დენიელ სტარიჯს.
მისი კანდიდატურა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ლუკ რემიმ სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. სტარიჯი 30 წლისაა და როგორც ცენტრფორვარდად, ასევე მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში. მან უკვე მოასწრო „ლივერპულის“, „ჩელსის“ და „სიტის“ სახელით ბურთაობა, იტალიაში კი დებიუტი ექნება.
სტარიჯის ბოლო გუნდი თურქული „ტრაბზონსფორი“ იყო, რომელიც წლეულს მარტში დატოვა. სტარიჯს ინგლისის ნაკრების 26 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი.
საინტერესოა, რომ ის ერთადერთი ინგლისელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ორ სხადასხვა ინგლისურ გუნდთან ერთად მოიგო – „ჩელსისთან“ 2010 და „ლივერპულთან“  2019 წლებში.
ბარემ აქვე გეტყვით, რომ ფილიპო ინძაგის გაწვრთნილმა „ბენევენტოს“ უკვე რა ხანია სერია A-ს საგზური აქვს განაღდებული.