რამდენჯერმე ვწერდით, რომ „ბარსელონას“ ფეხბურთელები არ მალავენ აშკარა უკმაყოფილებას გუნდის სამედიცინო შტაბის მიმართ.
ფრენკი დე იონგი სამკურნალოდ სულაც ნიდერლანდებში გაფრინდა, ჩავიმ კი მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში პირველ რიგში სამედიცინო შტაბის შეცვლა მოითხოვა.
და აი, ბარსელონელი ექიმების მორიგი მარცხი: მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მუხლის მყესის ტკივილების გამო გასულ დეკემბერში რამდენიმე მატჩი გამოტოვა.
როგორც ჩანს, მას ნორმალურად ვერ უმკურნალეს და ტრავმა გართულდა. გუნდის ძირითადი გოლკიპერი აგვისტოში ჩემპიონთა ლიგის მატჩებს კიდევ გაუძლებს, მაგრამ შემდეგ, დიდი ალბათობით, ოპერაცია დასჭირდება. ამგვარი ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას დაახლოებით 3-4 თვე მიაქვს. შესაბამისად, ტერ შტეგენი მოედანს ნაახალწლევს თუ დაუბრუნდება.
Ter Stegen “happy” at Barça but confirms renewal talks are on hold