მიმდინარე პრემიერლიგას შესანიშნავად ატარებს „მანჩესტერ სიტის“ შემტევი კევინ დე ბრუინი, რომელიც სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობის ერთ-ერთი კანდიდატია. თუმცა, მისივე მწვრთნელი პეპ გვარდიოლა დარწმუნებულია, რომ ბელგიელი პრიზს ვერ აიღებს.
„გამორიცხულია დე ბრუინმა პრიზი აიღოს. როდესაც ჩემპიონები ვხდებოდით, საუკეთესო ფეხბურთელები მაშინაც „ლივერპულიდან“ იყვნენ. ახლა, როდესაც ჩემპიონები გახდნენ, ისევ მისი ფეხბურთელი იქნება საუკეთესო. მიკვირს, უკეთესები რატომღაც ყოველთვის ლივერპულელები არიან“, – თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ 2018 და 2019 წლებში, როდესაც „მან. სიტი“ პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა, საუკეთესოებად ჯერ მოჰამედ სალაჰი, ხოლო შემდეგ – ვირჯილ ვან დაიკი აღიარეს.