10 momentos de Iker Casillas en el Real Madridიკერ კასილასი მომავალი სეზონიდან ისევ მადრიდის „რეალის“ სამსახურში ჩადგება.
მის თანამდებობას კლუბის პრეზიდენტის მრჩეველი ჰქვია და დაახლოებით იგივე როლი დაეკისრება, რაც ზინედინ ზიდანს პირველად გამწვრთნელებამდე ჰქონდა.
იკერი მადრიდში პორტუგალიის სამგზის ჩემპიონის რანგში ბრუნდება. მას „პორტუს“ სხვა წევრებთან ერთად ოქრო წლეულსაც გადაეცა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე ერთხელაც არ გასულა.
2019 წლის 1 მაისს გადატანილი გულის შეტევის შემდეგ ხელმძღვანელობა დიდად არ ტვირთავდა და 39 წლის გოლკიპერი უფრო მეტად ფეხბურთელებსა და ხელმძღვანელობას შორის დამაკავშირებელი რგოლი იყო.
პორტუგალია იქით იყოს და მადრიდელი ქომაგები აღფრთოვანებით ხვდებიან ლეგენდის დაბრუნებას. კასილასმა „რეალს“ კარიერის 16 წელიწადი (1999-2015) მიუძღვნა და სხვადასხვა ტიტულებთან ერთად, ხუთჯერ პრიმერა და სამჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. არის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი.