UK Media Claim Inter & Juventus Add Mauricio Pochettino To Shortlist Of Potential Coaching Replacementsტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა თამაშის ხარისხით და დიდი ალბათობით, აღარ გააგრძელებს თანამშრომლობას მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარისთან.
იტალიურ მედიას თუ ვენდობით, ტურინელებმა უკვე გამართეს მოლაპარაკება არგენტინელ მაურისიო პოჩეტინოსთან, რომელიც შარშანდელი ნოემბრის შემდეგ უქმობს. მაშინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამყვან მწვრთნელს „ტოტენჰემის“ ბოსებმა სეზონის კატასტროფული სტარტი არ აპატიეს. ამის მიუხედავად, 48 წლის პოჩეტინოს უმაღლესი კვალიფიკაცია ეჭვქვეშ არასოდეს დამდგარა, რასაც ტურინელთა ინტერესიც მოწმობს.
სარის გუნდიდან სავარაუდო გაშვების მიზეზად თამაშის ცუდი ხარისხი კი სახელდება, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ რეალური მიზეზი კრიშტიანუ რონალდუსთან მისი კონფლიქტია. ჯერ კიდევ ნოემბერში სარიმ ზედიზედ ორ შეხვედრაში შეცვალა კრიში – უნდოდა ეჩვენებინა, რომ არაფრითაა გამორჩეული. გაცოფებული რონალდუ კი კლუბის ბოსებმა დაამშვიდეს, სარის კი აუხსნეს, რომ კლუბის უმთავრეს აქტივს მეტი პატივისცემით უნდა მოექცეს.
სარის სავარაუდო წასვლა ამ კონფლიქტის გამოძახილს ჰგავს.