როგორც ჩანს, „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც გაისად გაიმართება, სერიოზული ბრძოლაა იქნება. კანდიდატები ჟოან ლაპორტა და სანდრო როსელი არიან, რომლებსაც ადრე უკვე ეკავათ ეს თანამდებობა.
ლაპორტა 2003-10 წლებში პრეზიდენტობდა. შემდეგი როსელი გახლდათ, რომელსაც 2014 წელს ნეიმარის სკანდალური ტრანსფერის გამო, გადადგომა მოუწია. ის დაიჭირეს კიდეც და ციხიდან ორი წლის შემდეგ გამოვიდა.
ამჟამად კატალონიური კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ გახლავთ, რომელსაც როსელის დროს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა.