ოდესღაც ცნობილი და ძლიერი „დეპორტივო” ლა ლიგა 2-დან სეგუნდა B-ში გავარდა. თან, მოედანზე გაუსვლელად.
გასაგებად რომ ვთქვათ, ლა კორუნიელები ესპანური ფეხბურთის იერარქიაში მეორე ლიგიდან მესამეში დაქვეითდნენ. კონკურენტების, „ალბასეტესა” და „ლუგოს” გამარჯვებამ „დეპორტივოსთვის” ბოლო ტური აზრსმოკლებული გახადა.
აქვე დავძენთ, რომ „ნუმანსიამ” „ტენერიფეს” 2:1 მოუგო, მაგრამ ისიც გავარდა. ამრიგად, დაქვეითდნენ „სანტანდერი”, ესტრემადურა”, „დეპორტივო” და „ნუმანსია”.
ბოლო დღეს ლა კორუნიელებს წესით „ფუენლაბრადასთან” უნდა ეთამაშათ, მაგრამ… ამ გუნდის 12 ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა.
არადა, „ფუენლაბრადას” „დეპორტივოსთან” შეხვედრაში 1 ქულა სჭირდებოდა. თუ მოიპოვებდა, ფლეი-ოფში მოხვდებოდა და ლა ლიგაში ასასვლელად იბრძოლებდა. ახლა ასეა: „უესკა” ჩემპიონია, „კადისი” მეორეზეა; „სარაგოსა”, „ალმერია” და „ჟირონაც” აღზევდნენ, „ელჩე” კი მეექვსეზეა.
„ფუენლაბრადა” სწორედ „ელჩეს” უნდა დაწეოდა.
რას უზამენ ამ ერთ თამაშს, ჯერ უცნობია.