დინამო – დილა 1:2. სტუმრებმა თბილისელებს გასაქანი არ მისცეს                    ბადრი კეთილაძის ფოტო

ერთხელ კახა ცხადაძემ, როცა „მანჩესტერ სიტიში“ თამაშობდა, მისი გუნდი კი ჩემპიონშიფში გამოდიოდა, მითხრა – ქვედა ლიგაში თამაში უფრო რთულია, რადგან კლასი დაბალი აქვთ, ფიზიკურად კი პრემიერლიგელებს არ ჩამორჩებიან, ამიტომ სულ ფეხებში გირტყამენო.

კვირას „დინამო“ – „დილას“ რომ ვუცქერდი, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის სიტყვები გამახსენდა. ძალიან უხეშობდნენ ფეხბურთელები. მეორე ტაიმში მსაჯმა კვირიკაშვილმა ცხრაჯერ ააფრიალა ყვითელი და ერთხელაც წითელი ბარათი.  რამდენიმე ეპიზოდში კიდევ დაინდო მეტოქეები, თორემ ერთი-ორი წითლის ჩვენებაც შეიძლებოდა ორივე მხრიდან. საერთოდ, ყველა შეხვედრაში მომრავლდა უხეშობა და მგონი, ამას მარტო მე არ ვამჩნევ. გასაგებია, რომ ეს ზედმეტი მონდომების ბრალიც არის, მაგრამ…

აი, საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა ყოფილმა კაპიტანმა გია ნემსაძემ კი წლევანდელ სეზონში სასიამოვნოდ გაგვაკვირვა. მისი „დილა“ მართლაც მშვენიერი, დალაგებული გუნდია და დამსახურებულად ლიდერობს. მათ, ბოლო დროს თითქოს მოფერიანებულ „დინამოს“ შანსი არ მისცეს, სივრცეები შეუზღუდეს და მაღალ პრესინგზეც არ ამბობდნენ უარს, მოკლე პასებით ბურთის დაჭერაც კარგად გამოსდიოდათ და გააზრებული კონტრშეტევებიც. მოკლედ, ევროპულად ირჯებოდნენ.

კახეთი – ჩიხურა 2:0. თელაველები აღარ ხუმრობენ

ბოლოს დადასტურდა მთავარიც – გორელებს ბრძოლისუნარიანი გუნდი ჰყავთ. კაცნაკლულებმა უკან არ დაიხიეს და 92-ე წუთზე გამარჯვების გოლიც გაიტანეს – სპანდერაშვილის ჩაწოდებულ საჯარიმოს კოვტალიუკმა გაჰკრა ფეხი და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა თავის გუნდს.

ახლა „დილა“ „დინამოს“ ხუთი, ხოლო „ბათუმს“ ოთხი ქულით უსწრებს. გორელებმა გვაჩვენეს, რომ თუ ასე გააგრძელეს, ჩემპიონობის კანდიდატთა სიაში თამამად შეგვიძლია ჩავწეროთ.

თბილისის „დინამომ“ კი პირველად წააგო წლევანდელ სეზონში.

ბათუმელებმა პირველად გაიმარჯვეს საკუთარ კედლებში. ეს ზღვისპირელთა ზედიზედ მეორე მოგება გახლდათ, მიჯრით ოთხი ფრის შემდეგ.

ყოჩაღობას განაგრძობს „თელავიც.“ ამჯერად კახელების მსხვერპლი ზემოიმერლები გახდნენ.

„ჩიხურამ“ ვერაფერი დაუპირისპირა, „თელავს“ და 0:2 დამარცხდა. ჩანს, სოსო ფრუიძის წასვლის შემდეგ, გუნდი ჯერაც ვერ დაკომპლექტდა სათანადოდ. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით საჩხერელები ელიტაში ყველაზე სუსტად გამოიყურებიან და ბოლო ადგილზეც ამად დგანან.

No description available.
ლოკომოტივი – საბურთალო 0:0. უკომენტაროდ…

წინა მიმოხილვაშიც ვწერდით, ვიდეოარბიტრი გვჭირდებაო და აჰა. რაც „საბურთალო“ – „ლოკომოტივის“ შეხვედრაში მოხდა, გასაოცარია, საბურთალოელებს ნაღდი გოლი არ ჩაუთვალეს, კაკუბავას დარტყმის შემდეგ, ბურთმა კარის ხაზი აშკარად გადაკვეთა, მაგრამ…

ვთქვათ, მთავარმა მსაჯმა ვერ დაინახა, მაგრამ გვერდითი რას აკეთებდა?

ფაქტობრივად, საბურთალოელებს ორი ქულა ამოუღეს ჯიბიდან. ვინ იცის, როგორი საჭირო…

თუმცა, ეს მარტო ჩვენი პრობლემა არ არის, მსგავსები და უარესები ევროპის ტოპ ჩემპიონატებშიც ხდება. მსაჯებიც ადამიანები არიან.

თელავი 2:0 ჩიხურა

1:0 ბაშელეიშვილი (6), 2:0 ჩუკვურა (84)

მერანი 1:2 სამტრედია

1:0 თევზაძე (7), 1:1 კერძევაძე (49), 1:2 ყურბანოვი (54, პენ)

საბურთალო 0:0 ლოკომოტივი

გაძევება: გურეშიძე (88, ლოკომოტივი)

ბათუმი 2:0 ტორპედო

1:0 ფლამარიონი (35), 2:0 მანჯგალაძე (88)

დინამო 1:2 დილა

0:1 გაგნიძე (37), 1:1 კუცია (68, პენ), 1:2 კოვტალიუკი (90+2)

გაძევება: მაისაშვილი (63, დილა)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362112373:2775
დინამო36217859:2870
დილა361710948:3561
საბურთალო361512952:4057
ლოკომოტივი361581357:5953
თელავი361281635:5344
სამგურალი369141334:4641
ტორპედო369131438:4440
შუქურა365121928:4927
სამტრედია36562533:7621

23 ივლისი: ჩიხურა – მერანი

24 ივლისი: ტორპედო – საბურთალო

25 ივლისი: სამტრედია – დინამო, ლოკომოტივი – თელავი

26 ივლისი: დილა – ბათუმი

მეგოლეები: მიკოლა კოვტალიუკი (დილა) – 5, ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი) – 4