The team trained by Shota Arveladze became a champion - Report.geშოთა არველაძის გაწვრთნილ ტაშკენტის „ფახთაქორში“ კორონავურისის ტესტებმა ხუთ ფეხბურთელს დადებითი პასუხი უჩვენა.

ყველა კარანტინშია გადაყვანილი, ხოლო დანარჩენმა ფეხბურთელებმა, თანამშრომლებმა და სამწვრთნელო შტაბმა დამატებითი ტესტირება გაიარეს, რომლის პასუხები ხვალისთვის იქნება ცნობილი.

შოთას გარდა „ფახთაქორის“ სამწვრთნელო შტაბშია გოჩა ტყებუჩავა და ტყუპისცალი არჩილი.

ტესტირება გაიარეს აგკმ-ს ფეხბურთელ-თანამშრომლებმაც, ვისთანაც ტაშკენტელებმა უზბეკეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი ითამაშეს. აგკმ-ს შემადგენლობაშიც ორი ქართველია – მათე ვაწაძე და ელგუჯა გრიგალაშვილი.