
მადრიდული კლუბი კიდევ გასაგებია. პარეხომ თავის დროზე „რეალის“ აკადემია გამოიარა, ფარმკლუბ „კასტილიას“ წევრი იყო და რამდენიმე შეხვედრა ძირითად გუნდშიც ჩაატარა.
რაც შეეხება დანარჩენ კლუბებს, ესპანეთში სხვებზე წელგამართულები არიან და პარეხოს მეორე მითხოვნის დაკმაყოფილება შეუძლიათ – მას დღევანდელი ხელფასის შენარჩუნება სურს. „ვალენსიას“ კაპიტანი წლიურად 3 მილიონ ევროს იღებდა. პრინციპში, ესეც გახდა მისი ტრანსფერზე დაყენების მიზეზი – ერთის მხრივ, კლუბი სატრანსფერო თანხას მიიღებს და მეორე მხრივ, სახელფასო უწყისში ორი ან სამი ახალგაზრდა ტალანტის სამყოფ რესურსს გამოითავისუფლებს.