აშკარად მოულოდნელ და სენსაციურ ამბავს ავრცელებენ ჩვენი ესპანელი კოლეგები – შესაძლოა, მომავალი სეზონიდან “ბარსელონა” ლორან ბლანმა ჩაიბაროსო.
საფეხბურთო საზოგადოება თითქმის უკვე შეგუებული იყო, რომ გუნდის საჭეს ჩავი ერნანდესი ჩაიბარებდა. მაშ საიდან ლორან ბლანი? ამბობენ, რომ ეს მისი ყოვლისშემძლე აგენტის, ჟორჟე მენდეშის კომბინაციაა. მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი აგენტი ბლანის შრომით მოწყობაზე ფიქრობს.
საფრანგეთის ნაკრებისა და პსჟ-ის ყოფილი დამრიგებელი 2016 წელს პარიზული კლუბიდან წამოსვლის შემდეგ უქმობს. გასულ წელს მან „ვალენსიას” და „ფენერბაჰჩეს” შეთავაზებები უარყო. თუ ამ საქმიდან არაფერი გამოვა, ლორან ბლანის სახელის გააქტუალურებაც საქმეა. შეგახსენებთ, რომ ბლანს ფეხბურთელის რანგში „ბარსელონაში” 1996-97 წლების სეზონი აქვს გატარებული.