
პროფესიულის გარდა მათ შორის პიროვნული ურთიერთობაც იყო და გოგონა მიჯნურის ქვეყნის სახელით გამოდიოდა.
სამი წლის წინ ეს წყვილი მსოფლიო ჩემპიონიც კი გახდა იუნიორთა შორის.
მერე სწორედ პიროვნულ ფრონტზე გაირბინა შავმა კატამ, რასაც ლოგიკურად მოჰყვა სპორტული წარუმატებლობები.
ასე ლამაზად დაწყებული ისტორია ტრაგიკულად დასრულდა.
უთენია ეკატერინა ალექსანდროვსკაიას ცხედარი მისი კორპუსის ეზოში იპოვეს. 20 წლის სპორტსმენი მეექვსე სართულზე ცხოვრობდა.