El Real Madrid aclara el futuro de Álvaro OdriozolaBayern Munich sign Real Madrid defender Odriozola on loan | Goal.comთქვენი აზრით, ვისთვის იყო გასული საფეხბურთო სეზონი ყველაზე წარმატებული? ზინედინ ზიდანისთვის? იურგენ კლოპისთვის?
ტრიუმფი ტრიუმფად, მაგრამ ამ ხალხმა წარმატებაში მთელი თავისი ცოდნა, ნებისყოფა და ნერვები ჩადო. არადა, ამ დროს არსებობს ადამიანი, რომლისთვისაც ეს სეზონი არანაკლებ ტრიუმფალურია.
ალვარო ოდრისოლა 24 წლისაა და ორი ქვეყნის ჩემპიონი ერთდროულად გახდა. ესპანელის კონტრაქტი მადრიდის „რეალს“ ეკუთვნის, სადაც იანვრამდე იბურთავა, მერე კი იჯარით მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა.
შესაბამისად, ოდრისოლა ესპანეთის ჩემპიონიცაა და გერმანიისაც, აქედან გამომდინარე პრემიალურებით და მედლებით.
ესპანეთსა და გერმანიაში არ მოქმედებს ინგლისური შეზღუდვა – ვინც სეზონში 5 მატჩში მაინც არ მიიღო მონაწილეობა, ტიტული და მედალი არ ერგება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ესპანელი მთლად ჯილდოების გარეშე დარჩებოდა: ამ სეზონში მან „რეალის“ მაისური 4-ჯერ მოირგო და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა, „ბაიერნის“ სახელით კი სულ სამჯერ გავიდა მოედანზე. შვიდი შეხვედრის ფასად მიღებული ორი ქვეყნის ჩემპიონობა აშკარად იღბალის წყალობაა, თუმცა ოდრისოლას ტიტულთა ნუსხა ფრჩხილებში ჩასმულ განმარტებებს არ ითვალისწინებს.